“უცხო სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება” – ბჟანიამ ე.წ. კანონში ცვლილება შეიტანა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „აფხაზეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის პირველ ნაწილში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.
ამის შესახებ Apsnypress წერს.
ცვლილების მიხედვით, “უცხო სახელმწიფოს შეიძლება, ჰქონდეს მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება აფხაზეთის რესპუბლიკის რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების, ამ კოდექსის და მიწის კანონმდებლობის შესაბამისად“.