“ჰამასი”: ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 21 ათასს გადააჭარბა

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 110-მდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 55 243 მოქალაქე.

ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა, აშრაფ ალ-კუდრამ თქვა.

”ისრაელის აგრესიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21 110-მდე გაიზარდა, დაშავდა 55 243 ადამიანი”, – ნათქვამია ალ-კუდრას განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები