ტრამპმა დღეს ღამით ირანზე „ძალიან ძლიერი“ დარტყმა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დღეს ღამით ირანზე „ძალიან ძლიერ“ დარტყმას განახორციელებს.
„ამაღამ შეერთებული შტატები ირანს (რომლის საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, რადარები, საჰაერო თავდაცვა და ყველა სხვა თავდაცვითი სისტემა, მისი შეტევითი შესაძლებლობების უმეტესი ნაწილის ჩათვლით, განადგურებულია!) ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებს“, – დაწერა მან Truth Social-ზე.
მისი თქმით, ამერიკა ახლო მომავალში ხარგის კუნძულს დაიპყრობს.
„ახლო მომავალში, გარკვეულ მომენტში, ჩვენ დავიკავებთ ხარგის კუნძულს, ნავთობის ინფრასტრუქტურის სხვა აქტივებს და სრულ კონტროლს ავიღებთ მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ ვენესუელას შემთხვევაში“, – აცხადებს ამერიკელი ლიდერი.