“რუსეთის ფლოტის 20% აღარ არსებობს” – ალექსეი დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფლოტის 20% უკვე აღარ არსებობს.

ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა.

„ვისურვებდით, უკეთესი სიტუაცია გვქონოდა ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლების კუთხით, მაგრამ ამ პროცესის პარალელურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბები ხდება შავ ზღვაში. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი უკვე აღარ არსებობს“, – განაცხადა დანილოვმა.

26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფეოდოსიაში რუსული სამხედრო გემი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები