რატი იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის სირცხვილი
“მიხეილ სააკაშვილი არის სირცხვილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ისტორიაში შევა ადამიანად, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს მტრობდა.
„ის შევა ისტორიაში, გარდა იმისა, რომ არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, იმით – თუ როგორ მტრობდა საქართველოს ევროპულ არჩევანს და დეზინფორმაციის მეშვეობით, რომელშიც მისი ოჯახი მილიონობით დოლარს იხდიდა, ცდილობდა, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს იყო მისი მიზანი“, – აცხადებს იონათამიშვილი.