სალომე ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობთ რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე მიწების მორიგ მიტაცებას და მათ მცოცავ ანექსიურ პოლიტიკას
აფხაზეთის დ -ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერში” ეხმაურება.
“მკაცრად ვგმობთ რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიებზე მიწების მორიგ მიტაცებას და მათ მცოცავ ანექსიურ პოლიტიკას. ძლიერი ხალხის რეაქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბიჭვინთის ტრანსფერის გარშემო, პირდაპირი ოკუპაციის შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისთვის”,- აცხადებს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილების რატიფიცირება დღეს ღამით განახორციელა. ამას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა.