„ნაცმოძრაობის“ დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე არის უმძიმესი თავისი შინაარსით” – რატი იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე არის უმძიმესი თავისი შინაარსით, ბუნებით და შედეგებით. მათ, ფაქტობრივად, „გაუპრავეს“ ოკუპაცია (რუსეთს)“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„სამხედროებს დააბრალეს უმძიმესი დანაშაული. საერთაშორისო სასამართლოებში მაშინ დავამარცხეთ რუსეთთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“. ცხადია, ჩვენს საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს ამ ადამიანების სახე, ვინაიდან არც სინანული გამოუთქვამთ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით და არც აღიარება მიუციათ. მთავარი ვერდიქტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე უნდა გამოიტანოს ჩვენმა საზოგადოებამ 2024 წლის არჩევნებზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები