„ლელოს“ და „ნაცმოძრაობას“ მანკიერი ალიანსი ჰქონდათ, სამწუხაროდ, ამას გააგრძელებენ, მაგრამ არ მგონია, პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს” – მიხეილ სარჯველაძე

„ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მანკიერი ალიანსი ჰქონდათ. სამწუხაროდ, ამას გააგრძელებენ, მაგრამ არ მგონია, რომ პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც მან აღნიშნა: „მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, როგორ იქნება ეს, პირველ ყოვლისა, ამომრჩეველს ვკითხავთ“.

„ვამბობდით, რომ თანამშრომლობდნენ და, რეალურად, ერთ პოლიტიკურ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური პარტიები იყვნენ. „ლელო“ ამის თქმას თაკილობდა და არ აღიარებდა. ყველასთვის გასაგები გახდა, რომ რასაც ვამბობდით, მართალი აღმოჩნდა. მანკიერი ალიანსი იყო, რომელიც „ლელოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდათ. სამწუხაროდ, ამას გააგრძელებენ, მაგრამ არ მგონია, პოზიტიური შედეგების მომტანი იყოს გინდ ერთისთვის, გინდ მეორისთვის. არ მგონია, რომ ისინი ოპოზიციაში იქცევიან ალტერნატიულ ძალად, მიზიდულობის წერტილად. ეს ხალხი თავს ზემოთ ახტომას ვერ შეძლებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები