“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეუერთდა სააკაშვილი, რომელიც პრინციპულად ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ ქართული აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვენ.

„ამ განცხადებაში 2 ძალიან მნიშვნელოვანი თემის დამატებაა აუცილებელი. 9 აგვისტომდე, პრაქტიკულად, პრეზიდენტის ბრძანებულება მაშინ გამოიცა, არც აღიარებდნენ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია არის ჩართული ამ კონფლიქტში. გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან არ გამოიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

რაც შეეხება მოღალატეობრივ ქმედებას, რასაკვირველია, ეს მუხლი ამოღებულია როგორც კონსტიტუციიდან, ასევე, კანონმდებლობიდან. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეუერთდა სააკაშვილი, რომელიც პრინციპულად ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ იმოქმედა საპასუხოდ ქართული აგრესიისა“, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები