FT: ევროკავშირი 20 მილიარდი ევროს ოდენობის, უკრაინის დახმარების ალტერნატიულ სქემას ამზადებს

ევროკავშირი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვეტოს გვერდის ავლის გზებს ეძებს და უკრაინის დასახმარებლად 20 მილიარდ ევროს სქემას ამზადებს, რომელსაც არ დასჭირდება კავშირის ყველა ქვეყნის ერთსულოვანი დამტკიცება.

ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

სქემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცალკეული ქვეყნები გასცემენ ფინანსურ გარანტიებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ფინანსურ ბაზრებზე უკრაინას სესხების სახით 20 მილიარდ ევროს დაუტოვებს.

ევროკავშირს სურს 50 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკური დახმარება უკრაინის ბიუჯეტის გეგმაში შეიტანოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ ორბანმა ეს გადაწყვეტილება დეკემბრის სამიტზე დაბლოკა.

ევროკავშირი საკითხს 1-ელ თებერვალს რიგგარეშე სამიტზე დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები