ქუთაისში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ქუთაისში 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებსაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები ჰქონდათ.

წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ხახალეიშვილის თქმით, სპორტსმენების წახალისებისთვის ყოველთვის მზადაა.

„წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში. წელსაც ვაგრძელებთ ტრადიციას და დღეს საუკეთესო ქუთაისელი სპორტსმენები და მწვრთნელები დავაჯილდოვეთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ წავახალისო სპორტსმენები და მხარი დავუჭიროთ სპორტის განვითარებას. მოხარული ვარ, რომ 2023 წელს, ბევრმა ქუთაისელმა სპორტსმენმა გვასახელა, ეროვნულ თუ საერთაშორისო არენებზე, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ასპარეზობებში. ვულოცავ თითოეულ მათგანს, მათ მწვრთნელებს ამ წარმატებებს! ️მჯერა, 2024 წელს, ჩვენი სპორტსმენები კიდევ უფრო მეტ გამარჯვებას მოიპოვებენ”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

2023 წლის სპორტსმენი გახდა სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, მწვრთ. მერაბ ბაზაძე) ; წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში – შოთა მიშველიძე( ძალოსნობა. მწვრთ. მალხაზ ლომთაძე); წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – ავთანდილ თუთბერიძე (მკლავჭიდი, მწვრთ. ირაკლი გამთენაძე); წლის საუკეთესო პარაოლიმპიელი – ვახტანგ ახობაძე (პარა მკლავჭიდი. მწვრთ. ირაკლი გამთენაძე); წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ნანა ხორავა ( ძალოსნობა, მწვრთ. ილია თვალოძე); წლის ახალგაზრდა სპორტსმენი- ანასტასია კირთაძე ( ჭადრაკი, მწვრთ. გიგა ყუფარაძე ); წლის საუკეთესო გუნდი /კლუბი – ფეხბურთის გუნდი “ტორპედო “; წლის საუკეთესო ქალთა გუნდი- ქუთაისის ფრენბურთის გუნდი; წლის საუკეთესო სპორტსკოლა – მე-12 სპორტსკოლა; წლის საუკეთესო მწვრთნელი – სტივ კინი (“ტორპედო”). ღონისძიებაზე წლის წარმატებულ სპორტსმენთა ათეულიც დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები