“მათ უნდათ, რომ აფხაზი აფხაზს ხელკეტით დაერიოს” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.პარლამენტთან ინტელიგენციის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას აპროტესტებენ.

შეთანხმების ე.წ. რატიფიცირება, სავარაუდოდ, 28 დეკემბერს უნდა მოხდეს და შეკრებილები აცხადებენ, რომ შეთანხმების ტექსტი ე.წ.კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ე.წ.პარლამენტთან შეკრებილებმა მოსახლეობას მიმართეს, რომ “ვიწყებთ უვადო აქციას ბიჭვინთის აგარაკებზე შეთანხმების საპრეზიდენტო ვერსიით რატიფიცირების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონსტიტუციას. მოვუწოდებთ არაგულგრილად განწყობილ მოქალაქეებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მხარი დაუჭირონ მშვიდობიან აქციას, რომელიც სახალხო კრების მიმდებარე მოედანზე მიმდინარეობს”.

ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ახრა ბჟანიამ თქვა, რომ “საჭიროა აქ მოსვლა და სიტყვის წარმოთქმა, პროტესტის გამოხატვა”.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ალხას ჯინჯოლიამ შეკრებილებს მიმართა და უთხრა, რომ “მათ უნდათ, რომ აფხაზი აფხაზს ხელკეტით დაერიოს”.

27 დეკემბერს საპროტესტო დიდი აქციაა დაანონსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები