გიორგი შარვაშიძე: ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის

“ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, მშვიდობიანი კავკასიის იდეა არის ძალიან საინტერესო, ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის, პრემიერის თაოსნობით, თბილისში გაიმართა შეხვედრა პრემიერების დონეზე”, – ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პოზიტიურად ვითარდება.

„ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფერში სამოქალაქო საზოგადოებაც არის ჩართული. არის ძალიან ინტენსიური გაცვალა, პოზიტიურად ვითარდება ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა. ერთი რამ არის ფაქტი, რომ გაიზარდა ჩვენი ვაჭრობა, მათ შორის, გაიზარდა ტურიზმი, დაახლოებით 700 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. ასეთივე მაქსიმუმია საქართველოდან სომხეთში, 180 ათასი ტურისტი არის შესული დღემდე. ეს არის პოზიტიური მაჩვენებელი და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს როლი, როგორც აქტორის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი, კავკასიაში იზრდება და ეს არის პოზიტიური ნიშანი იმისათვის, რომ ხანგრძლივად მშვიდობიანი კავკასია ავაშენოთ“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები