სკანდალი: ინტერნეტში ყირგიზეთის მუფთის ინტიმური ვიდეოკადრები გავრცელდა

  ყირგიზეთის მუფთი რახმატულ ეგემბერდიევი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ინტერნეტში გაჩნდა ვიდეორგოლი, სადაც დაფიქსირებული იყო მისი ინტიმური კავშირი ვიღაც ახალგაზრდა ქალბატონთან. ვიდეო ფარულად იყო გადაღებული და ინტერნეტში მხოლოდ რამდენიმე დღე ტრიალებდა. ამის მიუხედავად, მას მაინც დიდი ხმაური მოჰყვა. ეგემბერდივმა განაცხადა, რომ ქალი, რომელიც მასთან ერთად იყო ვიდეომასალზე აღბეჭდილი, 4 წლის წინ ისლამური წესების მიხედვით მისი მეორე ცოლი გახდა. ,,ჩვენი ოჯახური ცხოვრება ჩვენს ტრადიციებსა და შარიათს შეესაბამება“, – განაცხადა მან. თუმცა მისმა ამ პასუხმა მუსულმანური საზოგადოება არ დააკმაყოფილა, რადგან, ყირგიზეთის კანონის მიხედვით, მრავალცოლიანობა სისხლის სამართლის კანონით ისჯება. თავის მხრივ, მან ყირგიზეთის ჩინოვნიკები მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალში დაადანაშაულა.
ცნობისათვის, უკანასკნელი 4 წლის მანძილზე ყირგიზეთში, სადაც მოსახლეობის 83 პროცენტი მუსულმანია, უკვე მეხუთე მუფთი შეიცვალა…

1624673_702097253154773_266627980_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები