„ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები დღეს სკოლაში წავიდნენ (ვიდეო)

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ აღსაზრდელებმა ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით საზაფხულო არდადეგების სასიამოვნოდ გატარება შეძლეს, დღეს კი სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდნენ. „ჩემი სახლი“ მცირე საოჯახო ტიპის სახლია, სადაც 10 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს. „ჩემს სახლის“ ყველაზე პატარა აღსაზრდელი 6 წლის ბიჭი, ყველაზე დიდი კი 13 წლის გოგონაა.
„სახლი დაახლოებით ერთი წელია ფუნქციონირებს. ბავშვებს სახლი საჩუქრად ბატონი ბიძინას დახმარებით „ქართუ ფონდმა“ გადასცა. ყველაზე დიდი აღსაზრდელი 13 წლის გოგონაა. ჩვენ მათ ვაჭმევთ, ვაძინებთ, ვზრდით, როგორც საკუთარ შვილებს. დღეს 10-ივე ბავშვი სკოლაში წავიდა. ყველაზე პატარა მეორე კლასშია. მათი სასკოლოდ მომზადებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა“, – აღნიშნავს „ჩემი სახლის“ დირექტორი ნატა დურგლიშვილი.
პატარების აღსაზრდელად განკუთვნილი საოჯახო სახლი ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს „ჩემი სახლი“, რომლის დამფუძნებელიც მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძეა. მსახიობს მოზარდების დახმარების მიზნით ფართი „ქართუ ფონდმა“ გადასცა. საქველმოქმედო ფონდი „ჩემი სახლი“, მცირე საოჯახო ტიპის სახლის გარდა, აერთიანებს „დღის ცენტრს“, სადაც სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის 6-დან 18 წლამდე ასაკის შვილები სტუმრობენ. ისინი დღის განმავლობაში სადილობენ, ვახშმობენ, გაკვეთილებს ამზადებენ, საღამოს კი ოჯახებს უბრუნდებიან.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QoDGe8skeIE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები