აფხაზი სპორტსმენები BRICS-ის თამაშებში, რომელთა შორის ჩინეთიც არის, “საკუთარი დროშით” მიიღებენ მონაწილეობას
ოკუპირებული აფხაზეთის სპორტსმენები BRICS-ის თამაშებში “რესპუბლიკის დროშით მიიღებენ მონაწილეობას და საკუთარ ქვეყანას წარადგენენ”.
შესაბამისი შეთანხმება “აფხაზეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე თარაშ ხაგბასამ და რუსეთის სპორტის მინისტრმა, ოლეგ მატიცინმა გააფორმეს”.
BRICS-ის სპორტული თამაშები 2024 წლის 11-დან 23 ივნისამდე თათრეთის დედაქალაქ ყაზანში გაიმართება. შეჯიბრების პროგრამა მოიცავს სპორტის 27 სახეობას. შეჯიბრებაში 60-მდე ქვეყანაა მიწვეული. თამაშებში 3 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
BRICS-ის ქვეყნების თამაშები ყოველწლიურად იმართება. ტურნირის მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის მეგობრული სპორტული კავშირების განმტკიცება თანასწორობის, არადისკრიმინაციისა და სპორტსმენების შეჯიბრებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპებზე დაფუძნებით.