ყაზბეგის მერი ილია II-ს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს.

“ჩვენს უწმინდეს პატრიარქ ილია 𝐈𝐈-ს, გულითადად ვულოცავ ინტრონიზაციის დღეს.

მისი პატრიარქობა სიმბოლოა გამძლეობის, მტკიცე რწმენის, ერთგულად მსახურების – ქრისტეს ეკლესიისა და ქართველი ხალხის.

პატრიარქის ყოველი ქადაგება სავსეა სიბრძნითა და სიყვარულით. ხელს უწყობს ერთიანი და ტოლერანტული საზოგადოების ფორმირებას, რომელსაც გააჩნია საერთო მთავარი ღირებულება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ!

ქართველი ერის სულიერების განსამტკიცებლად, კიდევ მრავალი წელი ისმოდეს თქვენი მართალი, წრფელი და საჭირო სიტყვა კათალიკოსის ტახტიდან,- აღნიშნავს ბაკურ ავსაჯანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები