“ჰამასი”: ისრაელმა ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა – სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა
“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, რის შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა.
სამინისტროს სპიკერმა, აშრაფ ალ-კუდრამ თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ისრაელის სამხედროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ინფორმაციას სწავლობენ.
ალ-კუდრას თქმით, დარტყმის შედეგად, მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი უბანი გადანდგურდა.
პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში” აცხადებენ, რომ “ინტენსიური” იერიშების შედეგად ალ-მაღაზის და ორ სხვა ლტოლვილთა ბანაკს – ალ-ბურეჯსა და ალ-ნუსეირატს შორის გზები ჩაიკეტა.