შალვა პაპუაშვილი: „ფაიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ოთხ და ნატოს რვა წევრ ქვეყანას

„ფაიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 4 და ნატო-ს 8 წევრ ქვეყანას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში, ახალი ინდექსი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას და ინარჩუნებს ტრადიციულ პოზიციას პირველ ადგილზე ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. „ფაიზერის ინსტიტუტის“ ანგარიშში „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 4 და ნატოს 8 წევრს, ისევე როგორც ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები