სოხუმის რაიონში მამაკაცი სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

სოფელ ქვედა ეშერაში ორსართულიან კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება 03:49 საათზე მიიღეს.

სახლში 85 წლის მამაკაცი იმყოფებოდა.

ადგილზე სახანძრო ბრიგადის მისვლის მომენტისთვის ცეცხლმა შენობა მთლიანად მოიცვა.

სახლი მთლიანად დაიწვა და კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარის მიზეზი დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები