არჩილ თალაკვაძე: ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმ რეფორმებს განვახორციელებთ, რომლებიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველი იქნება

“ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმ რეფორმებს განვახორციელებთ, რომლებიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ვამბობდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაგრძელდებოდა პროცესი. ჩვენს მიერ მომზადებული გეგმის განხილვა ევროკავშირთან ერთად ხდება. შემდეგი ეტაპის შესრულებას დრო დასჭირდება და არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ. ახლა ოპოზიცია სწორედ ამას აკეთებს. კანდიდატის სტატუსი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ და ოპოზიცია უკვე სამომავლო გეგმებზე რაღაც საყვედურის ტონით საუბრობს. იმასაც კი ამბობენ, რომ სამომავლო გეგმა შესრულებული უნდა იყოს და მომავალს არ უნდა დაველოდოთ, რაც არასერიოზული და სპეკულაციურია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ევროპელ პარტნიორებთან ერთად იმ რეფორმებს განვახორციელებთ, რომლებიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველი იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები