„ნაციონალური მოძრაობიდან“ არ იკვეთება, რომ მართლა უნდათ რამე თემაზე ლაპარაკი” – ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ნაციონალური მოძრაობიდან“ არ იკვეთება, რომ მართლა უნდათ რამე თემაზე ლაპარაკი”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციისადმი მოწოდებას, რომ პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი შექმნან.
„თავისთავად, მოწოდება იმისა, რომ რაღაც უნდა ვქნათ, საკმარისი არ არის. პრობლემური ის არის, რომ საუბარი უკვე ეჭვებს აჩენს სხვადასხვა ჯგუფებში. არ არის გულწრფელობა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან არ იკვეთება, რომ მართლა უნდათ რამე თემაზე ლაპარაკი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს.