მაკა ბოჭორიშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგები სახეზეა
,,საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგები სახეზეა, განსაკუთრებით – ბოლო პერიოდში, რაც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ პროცესში საგარეო უწყების როლს და განხორციელებულ საქმიანობას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია აქვს.
,,მნიშვნელოვანია ის, თუ რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ იმ მიმართულებით, რაც ასოცირების შეთანხმების შესრულებას უკავშირდება და, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კოორდინატორი უწყება გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მას აქვს სრული ინფორმაცია მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით და ჩვენ დეტალურად განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რაც მიმდინარე წელს გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ.