ნეთანიაჰუ: ჩვენ ვაგრძელებთ ომს ბოლომდე – მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ომს ბოლომდე. ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება. ომი გაგრძელდება გამარჯვებამდე, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ: „ჰამასის“ განადგურება, ჩვენი მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორიდან საფრთხის აღმოფხვრა.

ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ გავჩერდებით, რეალობას მოწყვეტილია. „ჰამასის“ ყველა ტერორისტი სიკვდილის წინაშე დგას. მათ მხოლოდ ორი გზა აქვთ: დანებება ან სიკვდილი“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები