ავთანდილ ბერიძე: არგუმენტები წამოყენებულია და ველოდებით რეაგირებას
პროცედურულად აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხის განხილვა არ დაგვიწყია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადების საკითხზე მუშაობას აგრძელებენ და რეაგირებას ელოდებიან.
„მთავრობის უნდობლობის საკითხის განხილვა პროცედურულად ჩვენ არ დაგვიწყია, ხელმოწერების შეგროვება არ დაგვიწყია, ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ მოგვწონს აჭარის მთავრობა. სხვა არაფერი გაგვიკეთებია გარდა იმისა, რომ ვცდილობდით საზოგადოების დარწმუნებას, რომ ეს ჩვენი აკვიატება არ არის. ჩვენ უკან როგორ დავიხვეთ, როდესაც არგუმენტები წამოყენებულია და ველოდებით რეაგირებას“, – განაცხადა ბერიძემ.