ირმა ინაშვილი კიბერ-პოლიციის შექნას ითხოვს

     „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას კიბერ-პოლიციის შექმნის წინადადებით მიმართავს.
ინაშვილის თქმით, კიბერ-პოლიციის ამოცანა ისეთი პირებისა და ჯგუფების გამოვლენა უნდა იყოს ინტერნეტსივრცეში მოქმედებენ და რიგით მოქალაქეებს, საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს, საჯარო პირებს, მათი ოჯახის წევრებს მიზანმიმართულად დისკრედიტაციას უწევენ.
“მეასედ მივმართავ: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კიბერ-პოლიცია. ამ სტრუქტურამ უნდა გამოვლინოს სოციალურ ქსელში, საერთოდ, ინტერნეტსივრცეში მოქმედი ის ( კრიმინალური, დაფინანსებული) პირები და ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანებს, საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს, საჯარო პირებს, მათი ოჯახის წევრებს მიზანმიმართულად უწევენ დისკრედიტაციას: ცილს სწამებენ, აშანტაჟებენ, შეგნებულად ულახავენ პატივსა და ღირსებას. ყოველი ასეთი ფაქტის გამოვლენაზე სწორედ კიბერ-პოლიცია უნდა მუშაობდეს. პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის საკმაოდ მკაცრ სასჯელს გაითვალისწინებს, თვით პატიმრობის ჩათვლით. თმენის ვალდებულება იმას კი არ ნიშნავს, ადამიანები სიკვდილამდე მიიყვანო, დაასახიჩრო მათი შვილების ცხოვრება. კატეგორიულად ვგმობ იმ უზნეობასა და სისაგაძლეს, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს სოციალურ ქსელებში“- წერს ირმა ინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები