ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცეს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მუნიციპალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს, საჯარო მოხელის პროფესიული დღე მიულოცეს.
,,საჯარო მოხელის პროფესიული დღე მივულოცეთ რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს. ეს ცენტრი რეფორმის საფუძველზე შევქმენით. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რუსთავს ერთ-ერთი გამორჩეული სერვისები ჰქონდეს და ეს ადამიანები, სწორედ ახალ, თანამედროვე და მოქალაქეებზე ორიენტირებულ სერვისებს ქმნიან”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა საჯარო მოხელეებს რეფორმის ფარგლებში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სიგელები გადასცეს.
,,ერთია, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტი რა სერვისებს სთავაზობენ მოქალაქეებს და მეორე, როგორ მიაწვდიან მათ ამ სერვისებს საჯარო მოხელეები. რუსთავი გამორჩეულია სერვისების გაუმჯობესების, რეფორმების გატარების კუთხით და ეს სწორედ თითოეული საჯარო მოხელის დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ თითოეულ საჯარო მოხელეს პროფესიულ დღეს”, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

მუნიციპალური სერვისების ცენტრი, რუსთავის მერიაში მიმდინარე რეფირმის ფარგლებში წელს გაიხსნა. ახალ ცენტრში, რუსთაველები, ყველა მუნიციპალურ სერვისს, ერთ კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები