რატი ბრეგაძე: „პენიტენციური კოდექსი“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი დიდი მიღწევაა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,„პენიტენციური კოდექსი“ არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი დიდი მიღწევა.

მისივე თქმით, მსჯავრდებულთა უფლებრივი დაცვის სტანდარტი იზრდება.

„პენიტენციური კოდექსი“ არის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი დიდი მიღწევა. ამ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა რელევანტური უწყება, ასევე, არასამთავრობო სექტორიც და რეკომენდაციების 90%-ზე მეტი იყო სრულად გათვალისწინებული. იზრდება მსჯავრდებულთა უფლებრივი დაცვის სტანდარტი. ამავდროულად, ჩვენს ღირსეულ თანამშრომლებს ექნებათ უკეთესი სამუშაო პირობები და მეტი სოციალური გარანტია. მაგალითად, დღეის მდგომარეობით პაემანი არის ფასიანი და გახდება სრულიად უფასო. ასევე იზრდება ბრალდებულის საცხოვრებელი პირობების სტანდარტები და თანაბრდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ პირობებთან. „პენიტენციური კოდექსის“ პირველადი მონაცემები უკვე გვაქვს – მას უკვე მოჰყვა არაერთი დადებითი შეფასება ჩვენი მრავალი კოლეგისგან. ამის იდეალური საზომი იქნება ის, რასაც თავის თავზე იგრძნობს როგორც თითოეული პატიმარი, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი სისტემის თანამშრომლები“, – აღნიშნა ბრეგაძემ “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები