ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო საზოგადოებისთვის ასეთი დეტალური ანგარიში, რადგან ძალიან ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ანგარიში ძალიან საინტერესო იყო საზოგადოებისთვის, რადგან ძალიან ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან.

“საქართველოს პრემიერმინისტრის ანგარიშის დიდი ნაწილი დაეთმო ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის, მიღწევებს ეკონომიკაში, რაც მოიცავდა არა მხოლოდ გასული წლის პერიოდს, არამედ ბოლო 11 წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკურ შედეგებს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო საზოგადოებისთვის ასეთი დეტალური ანგარიში, რადგან ძალიან ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან.

2023 წელი, ისევე – როგორც წინა წლები, გამოირჩეოდა ეკონომიკური აქტივობის კუთხით. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7%-თან ახლოს იქნება ეკონომიკური ზრდის წლიური შედეგები, რაც ასევე ძალიან მაღალია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო ფართო რეგიონში. პროგნოზების მიხედვითაც, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა აღმოსავლეთ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უნდა იზრდებოდეს საკმაოდ სწრაფად – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5%-ზე მაღალი უნდა იყოს, მომავალი წლის ბიუჯეტიც 5% -იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი , თუმცა, იმედი გვაქვს, რომ შეიძლება ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები