ლილოში დაცვის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე 16 და 18 წლის გოგონები დააკავა
სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლში“ დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტი გამოავლინეს.
“დაცვის პოლიციის“ სამსახურის ინფორმაციით, “დაცვის პოლიციის“ წარმომადგენლებს ინდ. მეწარმეებმა შეატყობინეს, რომ სალაროდან თანხა დაკარგეს.გარეგნული აღწერილობის მიხედვით ეჭვმიტანილი ორი ქალბატონი მოლის ტერიტორიაზე შეაჩერეს. ეჭვმიტანილები: ელენე პ. (დაბ.1996წ, მცხოვრ. ქ. თბილისი, ვარკეთილის III მკ/რ) და ნინო კ. (დაბ. 1998წ, მცხ. ქ. თბილისი, ვარკეთილი 3) წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოვაჭრეებს სალაროდან თანხას პარავდნენ.
დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების შესასწავლად გამოძახებულ იქნა ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.
ქურდობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით.