კახა კალაძე: მურმან დუმბაძემ გარიცხვამდე არაერთი გაფრთხილება მიიღო

  ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბათუმის მაჟოროტარი დეპუტატის მურმან დუმბაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის ფაქტს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, დუმბაძე პირადად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის უფლებამოსილებებში ერეოდა. მისივე თქმით, ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც პარტიამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
„ის ცდილობდა და არაერთხელ იქნა გაფრთხილებული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი ერეოდა აჭარაში მიმდინარე მოვლენებში, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საკრებულოს წევრები, სად უნდა დანიშნულიყო, ერეოდა პირადად ხაბაძის უფლებამოსილებებში. არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ჯერ კიდევ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ბატონი დუმბაძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მოღვაწეობას და ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები