ბედუკაძე-ინაშვილის დაპირისპირება -„კიდევ ერთხელ მახსენებ და მაგ ენას ამოგახევ…

   ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტების კრიტიკას გამოეხმაურა. ბედუკაძე ივანიშვილის მოსაზრებებს ეთანხმება და თვლის, რომ საქართველოში დღედღეობით მედია თავისუფალია და ჟურნალისტებს დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლიათ.
ბედუკაძე ჟურნალისტებს მიმართავს და ახსენებს, რომ ისინი დღემდე დემაგოგობენ, პროვოკატორობენ, სიცრუეს ტირაჟირებენ და დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერ უმნიშვნელო შეცდომით ხარობენ.
„ნწუ,ნწუ,ნწუ…! ივანიშვილს ჟურნალისტები გაუკრიტიკებია! როგორ გაბედა?! როგორ იკადრა?! არადა, რას ეღირსეთ, რას მოესწარით! დადგა დრო, როცა შეგიძლიათ თავისუფლად, დაკვეთის გარეშე წეროთ (თუნდაც ორღობის გაზეთებში), იდემაგოგოთ (ზოგმა საზოგადოებრივ და ზოგმაც კერძო) პარტიულ, ჯიბის ტელევიზიებში. ბევრს თავისუფლებამ აწყინა, ვერ მიეჩვია. ძნელია დაბადებიდან მონას აუხსნაა, რა არის თავისუფლება. დღეს შეგიძლიათ ყოველგვარი მტკიცების გარეშე, ფეხებზე დაიკიდოთ უდანაშაულობის პრეზუმპცია და ლაფში გასვაროთ ნებისმიერი, ცილი დაწამოთ. (სისხლის სამართლის კოდექსით ცილისწამება ხომ დანაშაული აღარაა.) უწოდოთ -მკვლელი, ჯალათი, კორუმპირებული, აგენტი. ათასგვარი ეპითეტებით შეამკოთ. უფლება გაქვთ თავისუფლად შეთხზათ ათასგავრი მაზოხისტური ისტორიები. ასეთებად გაქციათ არქიფო სააკაშვილმა – დაგამონათ, დაგაკომპრომატათ, დაგაჩიავათ, ფულზე დაგახარბათ, ყველაფრის მკადრებლები გაგხადათ. სამწუხაროდ დიდი ნაწილი! ჩვენ,რიგითი რესპოდენტები თქვენი დაკვეთების, პიარის, ახალი სკანდალის გამოცხობის, უბრალოდ,თქვენი რეიტინგის აწევის საშუალებები, უსულო, უტყვი, ცივი, უზნეო, არსებები ვართ. ციხეში მუშაობისას ძალიან კარგად ვიცოდი თუ რა ბინძური სისტემა იყო ის. ჩაკეტილი, ბინძური, ბნელი. თავის მკაცრი დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით. ქართული ე.წ. ჟურნალისტიკა უფრო მეტი სიბინძურე აღმოჩნდა, მერწმუნეთ. ვისაც რა უნდა ის თქვას და ის დაწეროს, სულ არ მაინტერესებს! ღმერთმა არ ქნას თქვენ გაგაკრიტიკოთ ვინმემ, მტრისას! როცა თქვენ შეგეხებიან, მაშინ გახსენდებათ ათასგვარი კანონები, მუხლები, სოლიდარობა. თურმე, მხოლოდ ჟურნალისტებს გყავთ ოჯახები, შვილები, მეგობრები, ახლობლები. მხოლოდ თქვენ გწყინთ, თქვენ გტკივათ…. ბატონო თუ ქალბატონო ე.წ. ჟურნალისტებო ,რომლებიც გუშინ…თუმცა, ბევრი დღესაც ამართლებთ და ადიდებთ საქართველოს უდიდესი მტრის სააკაშვილის “საგმირო საქმეებს”, სამწუხაროა,რომ თქვენ თქვენი არ მიგეზღოთ,ისე, როგორც თავის დროზე ფაშისტური გერმანიის პროპაგანდისტებს. დღემდე დემაგოგობთ, პროვოკატორობთ, კვლავ სიცრუის ტირაჟირებას ახდენთ ,ზიზღის ენას ვერ ივიწყებთ. ჩასაფრებულები და ყურდაცქვეტილები ელით, ხარობთ მითუფრო დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერ უმნიშვნელო შეცდომას. უბრალო ხალხის ნერვებზე თამაშობთ. ნებისმიერ საშუალებას,ნებისმიერ გზს , კარგად აპრობირებულ ბინძურ ხერხს და მეთოდს იყენებთ თქვენი დამკვეთების პოლიტიკური ზრახვების სისრულეში მოსაყვანად. ენას ხომ ძვალი არ აქვს, თქვენს შუბლს კი ძარღვი! ილაპარაკეთ რაც გენებოთ,თქვენთვის საზომი მხოლოდ კუჭი და პირადი კეთილდღეობაა. მაგრამ, ფრთხილად იქნებ ინათოს და დადგეს დრო ,როცა თქვენი ბინძური გადაცემების,წერილების თუ სიუჟეტებისათვის მოგეზღოთ და მოგეკითხოთ “მედია ექსპერტებო”!“, – წერს ბედუკაძე.
ციხის სკანდალური კადრების ავტორის პოსტს ჟურნალისტი, სკანდალური კადრების კიდევ ერთი ავტორი ირმა ინაშვილი ეხმაურება.
„კიდევ ერთხელ შემეხები, მახსენებ და მაგ ენას ამოგახევ. მუქარა არაა. დაპირებაა“, – წერს ინაშვილი.
ინაშვილის დაპირებას ბედუკაძე კვლავ ფეისბუქის საშუალებით პასუხობს.
„არ ვიცი ამჯერად როგორც პარტიის ლიდერი მპირდებით (და არა მემუქრებით) თუ, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ერთი რამ მინდა მოვასწრო და ვთქვა სანამ ენას ამომგლეჯთ. ისიც არ ვიცი, რატომ მიიღეთ ეს წერილი თქვენს თავზე, მაგრამ ის პირობითი ზავი, რაც ჩვენს შორის არსებობდა ისევ და ისევ თქვენს პარტიულ კეთილდღეობას მოხმარდა. ერთხელაც არ ამოუღია ბედუკაძეს ხმა – არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით თქვენი და თქვენი პარტიის მიმართ. ასეც ვაპირებდი გაგრძელებას.თუმცა, როდესაც ჩემი” საქილიკო” წიგნის წერა დავიწყე ,თურმე ამაზეც თქვენ უნდა დაგკითხოდით. რატომღაც აგანერვიულათ ამ წიგნის ეპიზოდების გამოქვეყნებამ.გამოქვეყნებული ბოლო ნაწილი წიგნის, სადაც ჩემი და ერთ-ერთი ჟურნალისად წოდებულის მიმოწერა იყო გამოქვეყნებული შეიცავდა ისეთ ნიუანსებს,რაზეც “საერთო გაზეთის” რედაქტორმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა კიდეც. მე რომ სხვასავით გაზეთი ან ტელევიზია მქონდეს და ეს საქმე ვიცოდე, სხვას არ ვთხოვდი დახმარებას. კარგად ხედავთ აქაც არ მიკადრია და გამომიქვეყნებია ეს მიმოწერა. თუ თქვენც სხვასავით ფიქრობთ ,რომ ეს მე გავაყალბე,როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში იქცევიან- არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები და მზად ვარ ვითანამშრომლო და პასუხიც ვაგო. უხერხულია პარტიის ლიდერისგან,ადამიანისგან ვისაც ხვალ-ზეგ ქვეყნის სადავეები უნდა ებაროს მუქარით და ასეთი სტილით საუბარი. ასე,რომ ვერც უკვე დაწერილი წიგნის გამოქვეყნებას ვერავინ დამიშლის (რომ შეგეწიროთ მაინც) და ვერც შემაშინებს. კარგად ბრძანდებოდეთ. სამწუხაროა რომ ვირტუალურ სივრცეშიც არ გამოდის მეგობრობა”, – პასუხობს ბედუკაძე ინაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები