თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ, 14 მუნიციპალიტეტს შორის დაჯილდოვდა ნომინაციაში, წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი 2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ, 14 მუნიციპალიტეტს შორის დაჯილდოვდა ნომინაციაში, წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი 2023.

მუნიციპალიტეტი, აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელში გაერთიანებულ კოდის სათემო განათლების ცენტრის, რომელიც 2010 წელს დაარსდა dvv- internationali-ის მიერ განხორციელებული პროექტის, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლში” ფარგლებში და აღნიშნული პროექტი ემსახურებოდა დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციას ადგილობრივ თემთან, მათ ჩართვას სხვადასხვა სახელობო და პიროვნული განვითარების პროგრამაში.

პროექტის დასრულების შემდგომ, ცენტრი დარეგისტრირდა და ფუნქციონირებას განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია თემის გაძლიერებაზე განათლების დონის ამაღლების გზით.

შეხვედრას, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი, მადონა ოქროპირიძე,
საქართველოს ზრდასრულთა ქსელის დირექტორი, ნინო ბაბალაშვილი
კავკასიისა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი – დოქტორი ტომას ლიჰტემბერგი,
გერმანიის საელჩოს და ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები