გორში ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო.

მერთან ერთად, ნაძვის ხის ანთებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

გორის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე, პატარების საახალწლო განწყობაზე იზრუნა „გორის გოგონათა გუნდმა“, “K DANCE STUDIO” – ის მოცეკვეებმა და გასართობმა ცენტრმა “HAPPY DAYS” – ის ანომატორებმა.

ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.

გორი წელს განსაკუთრებით ლამაზადაა მორთული. გარდა ცენტრალური მოედნისა, საახალწლო ილუმინაციები განთავსებულია თეატრის სკვერშიც, რომლებიც საქართველო პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები