ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. 20) გაიმართება.