დღეს მცხეთაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება

“დღეს მცხეთაში, საზეიმო ვითარებაში, ქალაქის მთავარი, ახალი ნაძვის ხე აინთება “, –  ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს. 

“საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ქალაქის ცენტრში დასასრულს უახლოვდება. მცხეთის მასშტაბით კი რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოები ფარნავაზის მოედნიდან ნარეკვავის დასახლებამდე მონაკვეთში ხორციელდება.

მცხეთის მერია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო საღამოს ჰპირდება. ასე რომ გელოდებით ხვალ, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე.

მოდი ერთად ავანთოთ მცხეთის, მთავარი, ახალი ნაძვის ხე.

17:00-20:00  საახალწლო გასართობი შოუ პროგრამა (სანტა, ფიფქია, ჯამბაზები)

19:00-20:30 ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები’’, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები