მურმან დუმბაძე: აჭარის მთავრობა უნდა გადადგეს!

    აჭარის უზენაესი საბჭოს ფრაქცია “ქართულ ოცნებას” აქვს სრული უფლება, აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცერ-სპიკერმა, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, არსებობს უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, რომლის გამოც აჭარის რეგიონული მთავრობა უნდა გადადგეს. ფრაქციის წევრები პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ.
მედეა ვასაძის თქმით, მათი არგუმენტები უტყუარი და მყარია.
“ველოდებით რადიკალურად მკაცრ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ გამოვრიცხავ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას და მხარდაჭერას ამ პროცედურის გაგრძელების მხრივ”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მედეა ვასაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ადგილობრივ მთავრობას უმოქმედობასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები