დავით შერაზადიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს დაესწრო

“ქალაქ ბოლნისში, სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის, აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში”,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“ტურნირის გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრნენ. დავით შერაზადიშვილმა ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.

მემორიალურ ტურნირში  მონაწილეობას საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან 157 მოჭიდავე, ორ ასაკობრივ კატეგორიაში იღებს.

აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა. აკაკი ქუქჩიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში თავისუფალი სტილით ჭიდაობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში მან არაერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აღზარდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები