გოგი მეშველიანი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს დაესწრო

ქალაქ ბოლნისში, სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურნირის გახსნას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ესწრებოდა .

“დღეს ბოლნისში , ჭაბუკთა შორის იმართება  ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამსახურებულული  მწვრთნელის და დიდი ადამიანის კაკო ქუქჩიშვილის ხსოვნას. მას ძალიან დიდი დამსახურება  აქვს ბოლნისში  თავისუფალი ჭიდაობის დაფუძნებასა და განვითარებაში. მოხარული ვარ, რომ ეს ტური ტრადიციად იქცა და წელს უკვე მეორედ ტარდება, სადაც დაახლოებით 150  მონაწილე გვყავს, როგორც ქვემო ქართლის მინიციპალიტეტებიდან ასევე ქალაქ თბილისიდან.

მონაწილეებს ვუსურვებ წარმატებას და მაქვს იმედი, რომ ეს  ტურნირი თავის წვლილს შეიტანს ჭიდაობის განვითარების საქმეში”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა. აკაკი ქუქჩიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში თავისუფალი სტილით ჭიდაობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში მან არაერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აღზარდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები