მანანა კობახიძე – სოციალური ქსელები სიძულვილის ენით არის დამძიმებული

  პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ფეიქბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი სტატუსი სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებაში არსებულს აგრესიას ეხებოდა.
„ფეისბუქში პრემიერის მეუღლის ფოტო გავრცელდა , მასთან დაკავშირებით ძალიან უხამსი გამონათქვამები წავიკითხე. ამას გამოვეხმაურე მხოლოდ. ძალიან სამწუხაროა, რომ სიძულვილის ენით არის დამძიმებული სოციალური ქსელები, ზოგადად საზოგადოებაში გამძაფრებულია შეურაცხყოფები, რაც ხშირად სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს, ამან შეიძლება ანგარიშსწორების სურვილი გამოიწვიოს“-განმარტავს კობახიძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს – “როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ აი მერე მეუღლემ, ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები