“პირველ ყოვლისა, ვულოცავ საქართველოს. გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება. თქვენ ევროპა ხართ. ჩვენ გვსურს, რომ თქვენ შეუერთდეთ ევროკავშირს და მოდით, ერთად ვიმუშაოთ”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გავხსნათ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, მიგვეცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როდესაც გაწევრიანების კრიტერიუმთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული. ჩვენ ძლიერად დავადასტურეთ კოლექტიური ვალდებულება დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე პარტნიორთან დაკავშირებით კავშირის გარეთ. ვფიქრობ, გუშინდელი გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს დანაპირებს. დღეს გაფართოების მიზეზები არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი მსოფლიოში, რომელსაც არყევს მრავალი კონფლიქტი. ეს არის ინვესტიცია ჩვენი კონტინენტის სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ეს არის დიდი ინვესტიცია დემოკრატიებში, რომელიც დგას მაღლა და ერთიანად“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.