“იმედი მაქვს, რომ ამ 9 ნაბიჯს გადავდგამთ მომავალი წლის განმავლობაში და 2024 წლის ბოლოს დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან” – ნიკოლოზ სამხარაძე

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 9 ნაბიჯს გადავდგამთ მომავალი წლის განმავლობაში და 2024 წლის ბოლოს დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ სტატუსი დავიმსახურეთ იმ რეფორმებით, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გავატარეთ. ყველას მიერ აღიარებული იყო, რომ საქართველო უსწრებდა არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ რიგ სფეროებში უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. ამიტომ, ჩვენი ძალიან კარგად გააზრებული და სწორი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ დღევანდელი დღე.

თუმცა ჩვენ ამით, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით, ვაგრძელებთ მუშაობას. ვიცით, რომ არის კომისიის მიერ მოწოდებული 9 ნაბიჯი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალი წლის განმავლობაში და 2024 წლის ბოლოს დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები