ირაკლი კობახიძე: გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას

სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს – გილოცავთ ჩვენს საერთო გამარჯვებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე ღონისძიებაზე „ღირსებით ევროპისკენ“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანამ რთული გზა გაიარა და ამ გზაზე გასული საქართველო მოქმედებდა, როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო.

“ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა, გამოვიარეთ ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა მოგვცა. ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება. გასული ორი წლის განმავლობაში საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები