უხელმძღვანელებს თუ არა იმერლიშვილი სასამართლოს – უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის კომენტარი

   გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი უზენაეს სასამართლოს ჩაიბარებს, იმერლიშვილი არ ადასტურებს.
როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარიც კი არ ყოფილა.
“მსგავს საკითხზე საუბარიც კი არ ყოფილა”, განუცხადა “კვირას იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, რომელიც ამ დრომდე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, ირინა იმერლიშვილს უკავია, ორ კანდიდატურას განიხილავს, ატლატიკური საბჭოს წევრს, დავით სიხარულიძეს და იურისტ ლევან ალაფიშვილს, ირინა იმერლიშვილი კი უზენაეს სასამართლოს ჩაიბარებს.
აღნიშნულ ინფორმაციას არც ალაფიშვილი და სიხარულიძე ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები