სიხარულიძე თუ ალაფიშვილი, ვინ ჩაიბარებს უშიშროების საბჭოს?

   არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, რომელიც ამ დრომდე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს, ირინა იმერლიშვილს უკავია, ორ კანდიდატურას განიხილავს, ატლატიკური საბჭოს წევრს, დავით სიხარულიძეს და იურისტ, ლევან ალაფიშვილს. ამავე წყაროს ინფორმაციით, არჩევანი ლევან ალაფიშვილზე გაკეთდება. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, ამავე წყაროს ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოს ჩაიბარებს.
საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებითა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს 10 წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.
For.ge-ს ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილება, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი, ირინა იმერლიშვილი და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა. კულუარებში ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევანს ირინა იმერლიშვილზე გააკეთებს. რომელმაც რესპუბლიკური პარატიიდან „ქართული ოცნებაში“ გადაინაცვლა.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იქნება ეს კანონპროექტზე მუშაობა, თუ გარკვეული საკითხების ლობირება და ამას საშუალებას კანონმდებლობა მიმცემს, მზად არის ყოველგვარი ჩინის გარეშე ჩაერთოს საქმეში.
„არ ვიცი საიდან ვრცელდება ეს ინფორმაცია, პირადად მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. შესაძლებელია ამის საფუძველი არის, რომ ვმუშაობ ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ასევე ვმუშაობდი უშიშროებისა და თავდაცვის შესახებ კანონპროექტებზე. რეალურად ჩემი ზრახვა ერთადერთია, ყოველგავრი ჩინის გარეშე გავაკეთო ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. რაც შეეხება საჯარო სამსახურს, ჩემი ცხოვრების დიდი დრო მივუძღვენი სწორედ საჯარო სამსახურს, ეს არაა ჩემთვის უცხო, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ჩემთვის მიმზიდველია თანამდებობა და, რომ ჩემს მომავალს საჯარო სამსახურს ვუკავშირებ. ამ გადაწყვეტლებას იღებს პრეზიდენტი. კარგი უშიშროების საბჭოს მდივანი გყავს, კარგად მუშაობს“, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ სავარუდო კანდიდატს, დავით სიხარულიძეს for.ge-სთან საუბრისას იგი მის შესაძლო დაწინაურებას არ ადასტურებს.
წყარო: For.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები