“განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს” – ირაკლი კობახიძე

„ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა, მთავრობას, პრემიერმინისტრს, მთავრობის წევრებს, ჩვენს კოლეგა პარლამენტარებს – ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ასევე ჩვენს ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელმაც ბევრ რამ გააკეთა, რომ ეს დღე გვეზეიმა. ასევე მადლობას ვუხდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ამერიკის ელჩს, რომელიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა კობახიძემ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები