ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა.
„ამ საღამოს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადავწყვიტეთ. გილოცავთ!“, – წერს მაკრონი X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
Nous décidons ce soir d’ouvrir les négociations pour l’adhésion de l'Ukraine et de la Moldavie à l'Union européenne, et d’accorder à la Géorgie le statut de candidat. Félicitations !
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 14, 2023