ზელენსკი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მივულოცე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

„სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან და მივულოცე მას და ქართველ ხალხს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები