ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპელ ლიდერებს საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტს – შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს – ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის მადლობას უხდის.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია! მადლობას ვუხდი ევროპულ საბჭოს, ევროპელ ლიდერებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს – შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს – ოლივერ ვარჰეის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანის აღიარებისთვის. ვრჩებით მიზნის ერთგულნი და მოუთმენლად ველით წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.