ეკა ბესელია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში მიემგზავრება

   ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია 14-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში, ქალაქ პეკინში მიემგზავრება.
ეკა ბესელია პეკინში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის ქალთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო სემინარზე, სახელწოდებით „ქალი და განვითარება“. სემინარზე ეკა ბესელია სიტყვით გამოდის თემაზე: ქალთა ძალების გაერთიანება აბრეშუმის გზის ერთობლივი მშენებლობის ეკონომიკური მდგომარეობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები